– რუსებმა უკრაინის წინააღმდეგ ერთ კვირაში 1 000-მდე დრონი, 980-მდე მართვადი საჰაერო ბომბი და 36 რაკეტა გაუშვეს – მოვამზადეთ ახალი ძლიერი შეთანხმებები ევროპასთან, რათა მნიშვნელოვნად გავზარდოთ ჩვენი ცის დაცვა

რუსებმა წუხელ უკრაინის წინააღმდეგ 170-ზე მეტი დრონი გაუშვეს, რომელთაგან სულ მცირე ნახევარი „შაჰედები“ იყო, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი თქმით, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები ხარკოვში, ოდესისა და დნიპროს რეგიონებში. რეაგირების ჯგუფები ასევე მოქმედებენ სუმისა და ჩერნიგოვის რეგიონებში.
„მთელ კვირის განმავლობაში რუსებმა ჩვენი ხალხის წინააღმდეგ თითქმის 1 000 თავდასხმის დრონი, 980-მდე მართვადი საჰაერო ბომბი და სხვადასხვა ტიპის 36 რაკეტა გაუშვეს“, – წერს ზელენსკი.
მისი თქმით, ყოველ ღამეს საჭიროა მრავალკომპონენტიანი საჰაერო თავდაცვაა – საჰაერო თავდაცვის სისტემები, საბრძოლო ავიაცია, მობილური საცეცხლე ჯგუფები, თავდაცვის დრონები.
„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ პარტნიორებთან თითოეულ კომპონენტზე უკრაინის დაცვის გასაძლიერებლად. მოვამზადეთ ახალი ძლიერი შეთანხმებები ევროპასთან, რათა მნიშვნელოვნად გავზარდოთ ჩვენი ცის დაცვა, ჩვენი მდგრადობა და ჩვენი დიპლომატია“, – წერს ზელენსკი.