უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა საფრანგეთთან ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სფეროში შეთანხმებას ამზადებს.
ზელენსკისვე თქმით, უკრაინა საბერძნეთთან ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებაზეც მუშაობს.
“საფრანგეთთან ძლიერ შეთანხმებაზე ვმუშაობთ და მას მალე დავასრულებთ. ეს ისტორიული შეთანხმებაა” – თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, ზელენსკი 16 ნოემბერს საბერძნეთს, ხოლო 17 ნოემბერს საფრანგეთს ეწვევა.




