ევროპაში ომის საფრთხე არსებობს – ორბანი

ევროპაში ომის საფრთხე არსებობს – ორბანი
უნგრეთში პრემიერ-მინისტრის, ს მხარდამჭერთა აქციის პარალელურად, ოპოზიციის ლიდერის, პიტერ მაგიარის მომხრეთა აქცია გაიმართა.
ვიქტორ ორბანმა მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა, აქციას „ომის საწინააღმდეგო მიტინგი“ უწოდა და განაცხადა, რომ ევროპაში ომის საფრთხე რეალურია.
„ჩვენ ომის საწინააღმდეგო მიტინგზე ვართ. ომის საწინააღმდეგო მიტინგი უნდა გავმართოთ მაშინ, როდესაც საფრთხე არსებობს. ვაცხადებ, ევროპაში ომის საფრთხე არსებობს. ჩვენ მშვიდობისთვის ვიბრძვით არა იმიტომ, რომ კარგი ადამიანები ვართ, არამედ იმიტომ, რომ ეს აუცილებელია. ევროპა ომის ზღვარზეა. რუსეთსა და ს შორის ომია, შეიძლება თუ არა ეს ომის საფრთხეს ნიშნავდეს?”- აღნიშნა ორბანმა.
პარალელურად, უნგრეთის ოპოზიციის ლიდერმა, პიტერ მაგიარმა აქცია გამართა. დემონსტრაციაზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა.
მაგიარმა აქციაზე შეკრებილ მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ ერთადერთი კითხვა, რაც რჩება, არის თუ როდის დასრულდება ორბანის მმართველობა.
„უნგრეთის ხალხის შეცდომაში შეყვანა აღარ შეიძლება. სულ ესაა, ყველაფერი დამთავრდა. ჩვენ აქედან გიგზავნით ამ გზავნილს: ჩვენ ვართ უმრავლესობა, მშვიდობიანი, წყნარი, თავდაჯერებული და ძალიან მტკიცე უმრავლესობა“, – განაცხადა მაგიარმა.
1tv.ge