ფრანგული მსხვილი ნავთობკომპანია TotalEnergies დასთანხმდა ტექნოლოგიურ გიგანტის Alphabet-ის Google-ის განახლებადი ენერგიით მომარაგებას. TotalEnergies-ი Google-ს წლიურად 1.5 ტერავატ/საათი განახლებადი ენერგიით ოჰაიოში მოქმედი მზის ელექტროსადგურიდან მოამარაგებს, რაც Google-ის ოჰაიოს შტატის მონაცემთა ცენტრის ოპერაციებისთვის ენერგომომარაგების გარანტია.
“ეს შეთანხმება ასახავს TotalEnergies-ის შესაძლებლობას, დააკმაყოფილოს მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიების მზარდი ენერგეტიკული მოთხოვნები, განახლებადი და მოქნილი აქტივების ინტეგრირებული პორტფელის გამოყენებით”, – თქვა TotalEnergies-ის წარმომადგენელმა სტეფან მიშელმა.
შეთანხმებას მხარეები 15 წლის განმავლობაში ცდილობდნენ.
შეერთებულ შტატებში ყველაზე დიდი მზის სადგურის მშენებლობა, რომელიც PJM ქსელთან არის დაკავშირებული, დასასრულს უახლოვდება.
ცნობისთვის, პარიზის საფონდო ბირჟაზე დალისტული კომპანია შეერთებულ შტატებში 10 გიგავატი სიმძლავრის პორტფელს განათავსებს, რომელიც მოიცავს ხმელეთზე მზის, ქარის და ბატარეების დასაწყობების პროექტებს.




