მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეხუთე ტურში ესპანეთის ნაკრებმა თბილისში საქართველოს ეროვნული გუნდი 4:0 გაანადგურა და რეკორდი დაამყარა.
ესპანეთის ნაკრები 2023 წლიდან ბოლო 30 ოფიციალურ მატჩში (ამხანაგურების ჩათვლის გარეშე) დაუმარცხებელია – 25 მოგება და 5 ფრე.
ეს „ფურია როხას“ ისტორიაში საუკეთესო შედეგია – 2010 წლის ივნისიდან 2013 წლის ივნისამდე ესპანელთა წაუგებელმა სერიამ 29 შეხვედრა შეადგინა. მაშინ გუნდს სათავეში ვისენტე დელ ბოსკე ედგა.
ლუის დე ლა ფუენტეს ხელმძღვანელობით ესპანეთმა ერთა ლიგა და ევროპის ჩემპიონატი მოიგო.



