სანიოლი: პრობლემებზე ყოველთვის პატიოსნად გესაუბრებით, არ მგონია მათი მოგვარება სხვამ უკეთ შეძლოს

ესპანეთთან მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის (0:4) მატჩის შემდეგ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:
“რა თქმა უნდა, შედეგი ბევრ რამეზე მეტყველებს. პირველ რიგში იმაზე, რომ დაცვაში ბევრი მუშაობა მოგვიწევს. ოქტომბერთან შედარებით, წინა ხაზებში გუნდი უფრო აქტიური იყო, მეტად აგრესიულები ვიყავით, პერიოდულად ბურთსაც ვაკონტროლებდით და მომენტებსაც ვქმნიდით. ფაქტია, ასეთ მეტოქესთან დაცვაში მეტი აგრესიაა საჭირო.
რამდენიმე ფეხბურთელმა საკუთარი რესურსი ამოწურა და ცვლილებები საჭიროა. პირველ რიგში, დაცვის ხაზს ეხება. არ მგონია, სხვა რომ მოვიდეს, ჩემზე სწრაფად მოახერხოს ამ ცვლილებების განხორციელება. მე ყოველთვის პატიოსნად გესაუბრებით პრობლემებზე და მათ მოგვარებაზე ვცდილობ. დაცვაში ცვლილებები ბევრად რთულია, პირველ შედეგებს მარტში დავინახავთ, სექტემბერში კი მკვეთრად განსხვავებული ნაკრები გვეყოლება.
ფეხბურთელების ფიზიკურ მდგომარეობას შევხედავთ და ცვლილებები ამის მიხედვითაც იქნება. ცოტა ხნის წინ ილია ბერიაშვილს დავუკავშირდით და ის ბულგარეთში შემოგვიერთდება”, – განაცხადა სანიოლმა.
· ნაცარქექია ილია ის კაცია, კომბლებს რომ თლის და ჭერში აწყობს. (სანიოლის ზღაპრებიდან).
· ქომაგი https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%9D_%E1%83%91%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98 იმედია ილო ბეროსშვილს არ გულისხმობს🙄 ტიპი 2000-2005 წლებში ვიტ ჯორჯიაში თამაშობდა და დაანება თავი და 2005 წლიდან კოდემიურ სკეტჩებს მსახიობობას და ტელეწამყვანობას აწვება და მეეჭვება ნაკრებში გამოადგეს სანიოლს🙄 თან 44 წლისაა უკვე. თუმცა არ ვიცით ერა აქვს ვილის ჩაფიქრებული👀
· 444 ილო ბერიშვილი.
· ლევანი ილია ბერიაშვილი ვინ არის?
“ვილი საქართველოს ნაკრებისთვის საუკეთესო მწვრთნელია და მომავალშიც იქნება” – სანიოლის და იაშვილის პრესკონფერენცია
“სანიოლმა ნაკრებში თავისი თავი ამოწურა… გასულ მატჩებში ჩემთვის გაუგებარი რაღაცები ხდებოდა…” – დევდარიანმა ეროვნული გუნდის ბოლო 2 შეხვედრა შეაფასა
სანიოლი დაამტკიცებს, რომ არ ამოწურულა?! – სავარაუდო შემადგენლობა და ალტერნატივები ესპანეთთან
“მოვიდა დრო, ჩვენს გმირ მწვრთნელს დავემშვიდობოთ ” – ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა