[VIDEO] უიმედოდ, უგერგილოდ – საქართველოს ნაკრები ესპანეთთან განადგურდა

მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე ტურში საქართველოს ნაკრები საკუთარ მოედანზე ესპანეთთან 0:4 დამარცხდა.
ჩვენი გუნდის მწვრთნელმა სანიოლმა ძირითად შემადგენლობაში ცვლილებები განახორციელა, სასტარტოში დებიუტანტი ტაბატაძე დააყენა და 4-3-2-1 ტაქტიკა აირჩია. როგორც მოსალოდნელი იყო სტუმრები თავიდანვე დაეუფლნენ უპირატესობას, საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი ხელზე გოჩოლეიშვილს მოხვდა და ოიარსაბალმა პენალტი გაიტანა. მეტოქემ შეტევები გააგრძელა, ბაენას დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა, სუბიმენდიმ კი მამარდაშვილის კარი დალაშქრა. „ჯვაროსნებმა“ მხოლოდ ამის შემდეგ მოახერხეს მოწინააღმდეგის მოედანზე აწევა, რამაც შედეგი ვერ გამოიღო და კიდევ ერთი გავუშვით, ამჯერად ტორესისგან. კომპენსირებულ დროში მამარდაშვილმა სამიოდ მეტრიდან ოიარსაბალს არ გაატანინა და პირველი ტაიმი 0:3 დასრულდა.
ტრავმირებული გოგლიჩიძე შესვენებაზე კაშიამ შეცვალა, ხოლო თამაშის სურათი არ შეიცვალა, ან გუნდებს შორის კლასში უზარმაზარი სხვაობის გამო როგორ უნდა შეცვლილიყო და ოიარსაბალმა დუბლი შეასრულა. კიდევ ეთხელ გადაგვარჩინა მამარდაშვილმა, რომელმაც გატანა იგლესიასს არ დაანება და როგორც იქნა კარშიც დავარტყით – კვარაცხელიას დარტყმული უნაი სიმონმა მოიგერია. მერე ხვიჩას ჩაწოდებული ბურთი საჯარიმოში მცველს ხელზე მოხვდა, თუმცა მსაჯმა თერთმეტმეტრიანი არ დანიშნა. 87-ე წუთზე რიკოშეტით ბურთი ესპანელთა კარის ძელს მოხვდა. ცოტა ხანში მამარდაშვილმა მორიგი კარგი „სეივი“ შემოგვთავაზა, ბოლოს “კვარამ” მიზანს ვერ უწია და საბოლოოდ – 0:4.
გასაგებია, რომ დე ლა ფუენტეს გუნდი მსოფლიო გრანდია, თუმცა ჩვენი გუნდისგან მეტის მოლოდინი გვქონდა, მით უმეტეს სახლში.
„ფურია როხამ“ ჯგუფში მეხუთე გამარჯვება მოიპოვა და ფაქტიურად პირველი ადგილით მუნდიალის საგზური მოიპოვა. მეორე პოზიციაზე 12 ქულით თურქეთია, მესამეზე 3 ქულით საქართველო, ბულგარეთი კი უქულოდ აუტსაიდერია.
ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს ჩვენი გუნდი 18 ნოემბერს სოფიაში ბულგარეთთან ჩაატარებს.
თბილისი. „დინამო არენა“
საქართველო – ესპანეთი 0:4
გოლები: 0:1 ოიიარსაბალი (11, პენ), 0:2 სუბიმენდი (22), 0:3 ტორესი (34), 0:4 ოიარსაბალი (63)
საქართველო: მამარდაშვილი, გოჩოლეიშვილი, ლოჩოშვილი, გოგლიჩიძე (კაშია 46), მამუჩაშვილი, მექვაბიშვილი (წიტაიშვილი 71), კიტეიშვილი, ტაბატაძე (კვერნაძე 57), დავითაშვილი (აბუაშვილი 85), კვარაცხელია, ზივზივაძე (ქვილითაია 71)
· goga დებილი, არა, მაგარი დებილი, თუ არ ხარ, როგორ ვერ უნდა მიხვდე, რომ გოჩოლეიშვილი მარჯნივ თამშობს და მარცხნივ წვალობს? თუ არ აყანყალებ მამუჩიშვილს მარჯვენა მცველად რა უნდა? ზურიკოც მარჯვნიმ, კვერნაძეც მარჯვნივ და ტაში კუკური…
· Berze Bevri ramea hesaxvleli dacxebuli pederaciit xvelapris mavneebi romarian hempionatis donidan dxevandeli nakrebis tamahamde. Tviton bihebma unda heikran da imokmedon tore davbrundebit carsulhi.
· ბანდა და სანიოლი უნდა წავიდეს ვილის მადლობა და სხვა გუნდში გადასვლა, ფედერაციას გამოძიება, ფეხბურთელებს …………..
· ყველას კიდია ფედერაციაში ნაკრები. კიმაღამ მოვიგეთ. პირველ ტაიმში 3 ბურთი რომ არ გაგვეშვა მე-4 ძლივს გაგვიტანეს, იქნებ ფრე ყოფილიყო ან საერთოდ მოგვეგო, ერთი ბურთი რომ გაგვეტანა. 😅
· პეტუხი კრიშტიანუ ლომინაძეს როდის უნდა აღირსოს დებიუტი,რას აუჩემებია ეს ჯამჭურჭელაშვილი?!
· ნოა წავაგეთ?
· ბადრი ჩვენ ნაკრებს მწურთნელი ყაავს? არც ტაქტიკა, არც სტრატეგია, ბიჭებმა არ იციან როგორ ითამაშონ. ეზოს ფეხბურთს თამაშობენ, იქნებ დროა სხვა მწურთნელი მოიყვანოს ფედერაციამ?
· A ამასწინათ დავწერე, რომ სანიოლი არაა მწვრთნელი, არც ევროპამდე იყო, არც ევროპაზე და მერე სულ გაშტერდა, დღევანდელი შემადგენლობა მგონი ლატარიით იყო არჩეული
· კვარაცივია რაც მთავარია, საუკეთესო მწვრთნელი გვყავს დდდ
· ზურა მსაჯმა წაგვაგებინა თორემ თამაშით ჩვენები უკეთესად თამაშობდნენ.
· ლევანი გაიტანეთ გრენლანდია. სანიოლი ვილიი, შე უიდეო, შენა
· გიორგი azarovs etamasha ramoxdeboda sxva?