– რუსეთმა პოკროვსკისა და კუპიანსკის დაპყრობის მორიგი ვადა ჩააგდო

რუსეთმა პოკროვსკისა და კუპიანსკის დაპყრობის მორიგი ვადა ჩააგდო,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, სოციალურ ქსელში წერს.
“კირილ ბუდანოვმა ანგარიში წარადგინა ფრონტის სახიფათო მიმართულებებზე არსებულ ვითარებაზე, ს სამხედრო მომზადებებსა და ვადებზე, რომელზეც ოკუპანტს აქვს გათვლა. ახლა რუსეთმა პოკროვსკისა და კუპიანსკის პუტინის მიერ დადგენილი ვადები ჩააგდო და ვადები მორიგ ჯერზე გადაიდო.
ოლეგ ივაშჩენკომ ანგარიში წარადგინა რუსეთში პოლიტიკურ ვითარებაზე, საზოგადოებაში და აგრესორი სახელმწიფოს ხელმძღვანელის გარემოცვაში არსებულ განწყობებზე, და ასევე ეკონომიკურ ვითარებაზე. დასკვნები გაკეთებულია,” – წერს ზელენსკი.