ბრატისლავა აცხადებს, რომ რუსულ ნავთობთზე -ის სანქციებისგან, უნგრეთის მსგავსად, ც თავისუფალია

სლოვაკეთში აცხადებენ, რომ „როსნეფტისა“და „ლუკოილის“ წინააღმდეგ -ის მიერ დაწესებული სანქციებისგან გათავისუფლება, უნგრეთის მსგავსად, სლოვაკეთზეც ვრცელდება.
როგორც ს ეკონომიკის მინისტრმა, დენისა საკოვამ განმარტა, სანქციებისგან გათავისუფლება ეხება სლოვაკეთსაც, რადგან ბრატისლავის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა Slovnaft ეკუთვნის უნგრულ კომპანია MOL-ს.
„ნავთობის შესყიდვის პროცედურა ხდება ერთი და იმავე კომპანია MOL-ის მეშვეობით. ეს ნიშნავს, რომ ამერიკის ადმინისტრაციის მიერ, რუსული ნავთობის შესყიდვაზე სანქციებისგან უნგრეთის ერთი წლით გათავისუფლება გავრცელდება Slovnaft-ის მიერ რუსული ნავთობის შესყიდვაზეც, რადგან ის MOL-ის ჯგუფშია“, – განაცხადა საკოვამ.
შეგახსენებთ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, 7 ნოემბერს დონალდ ტრამპს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ორბანმა განაცხადა, რომ აშშ-მა უნგრეთი რუსულ ნავთობთან დაკავშირებით სანქციებისგან გაათავისუფლა.