მირზოიანი: ტრანზიტის განბლოკვა საქართველოს სპარსეთის ყურესთან დააკავშირებს

სამხრეთ კავკასიაში რეგიონული ინფრასტრუქტურის განბლოკვამ, მათ შორის „ტრამპის გზის” განხორციელებამ სომხეთის ტერიტორიის გავლით, ყველა ქვეყნისთვის შეიძლება უზრუნველყოს ურთიერთგამომგებიანი ეკონომიკური შესაძლებლობები. როგორც „არმენპრესი“ იუწყება, ამის შესახებ განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა.
„ეს განბლოკვა შექმნის შეუფერხებელ სატრანსპორტო კავშირს სამხრეთ კავკასიის ყველა ქვეყანასა და მეზობელ რეგიონებს შორის, მათ შორის, მაგალითად, საქართველოს რკინიგზის დაკავშირებას სპარსეთის ყურესთან. გიუმრი-ყარსის სარკინიგზო ხაზის გახსნაც სომხეთ-თურქეთის საზღვარზე, უდავოდ, შეიძლება მნიშვნელოვან როლს თამაშობდეს ამ მიმართულებით და ქართული სარკინიგზო ქსელების გვერდით გახდეს ევროპა-ცენტრალური აზიის სატრანსპორტო ჯაჭვის მნიშვნელოვანი ნაწილი. ეს არის სომხეთის ხედვა და საფუძველი პრაქტიკული ნაბიჯებისთვის“, – განაცხადა მირზოიანმა.
ორმხრივი სომხეთ-თურქეთის კონფლიქტის დარეგულირების პროცესში მონაწილე სპეციალური წარმომადგენლები რუბენ რუბინიანი და სერდარ ქილიჩი 12 სექტემბრის ს შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ გადადგან პრაქტიკული ნაბიჯები გიუმრი-ყარსის სარკინიგზო ხაზის ამოქმედების მიმართულებით.

ასევე დაგაინტერესებთ

ნატო-ში აშშ-ის ელჩი – უცნობია, რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციაზე თავდასხმა ნამდვილად მოხდა თუ არა – შეუფერებლად მიმაჩნია, როცა სამშვიდობო შეთანხმებასთან ასე ახლოს ხარ, მსგავსი წინდაუხედავი რაღაც გააკეთო

შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტმა უცხო ქვეყნების, მათ შორის თურქეთის, ეგვიპტის, აზერბაიჯანისა და იორდანიის 31 მოქალაქე დააკავა – დაკავებულთაგან 13 პირი მკვლელობის, არასრულწლოვანის გაუპატიურებისა და სხვა დანაშაულებისთვის იძებნებოდა