ისინი მოდიან პირდაპირ პროვოკაციებზე – ადგილობრივი რადიკალების იმედი არ აქვთ, ამიტომ თავად, საკუთარ ფიგურებს აგზავნიან

ისინი მოდიან პირდაპირ პროვოკაციებზე – ადგილობრივი რადიკალების იმედი არ აქვთ, ამიტომ თავად, საკუთარ ფიგურებს აგზავნიან
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “ხალხის ძალის” ხელმძღვანელი ევრობიუროკრატების პოზიციებს და პეტერ ფიშერის განცხადებებს მედიასთან ეხმიანება.
“ვფიქრობ, მეტი დაფიქრებით, გონიერებით და თავშეკავებულობით უნდა მივუდგეთ ამ ამბავს, რადგან ეს არის პირდაპირი პროვოკაცია”- განაცხადა დეპუტატმა და აღნიშნა, რომ ევროპელი ბიუროკრატების მხრიდან საქართველოს შიდა პროცესებში ჩარევის მცდელობა პირველი არ არის, თუმცა ეს კიდევ დამატებითი ლუსტრაციაა.
“ევროლიბერალებმა გახარია წაიყვანეს, ფიშერი კი ახალი ინსტრუქციებით გამოგზავნეს. როგორც ჩანს, ისინი მოდიან პირდაპირ პროვოკაციებზე – ადგილობრივი რადიკალების იმედი არ აქვთ, ამიტომ თავად, საკუთარ ფიგურებს აგზავნიან. ჩვენ ვნახეთ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც აქციას აღვივებდა, დღეს ვუყურებთ გერმანიის ელჩს საქართველოში, რომელიც ცდილობს წაახალისოს დესტრუქცია. წარსულშიც ვნახეთ ბალტიისპირეთის ქვეყნების მაღალი პოლიტიკური წარმომადგენლობა, რომელიც აქციაზე პირდაპირ მაიდანის მოწყობას უწყობდა ხელს. ეს არ არის ახალი, მაგრამ კიდევ დამატებითი ლუსტრაციაა. ვფიქრობ, მეტი დაფიქრებით, გონიერებით და თავშეკავებულობით უნდა მივუდგეთ ამ ამბავს, რადგან ეს არის პირდაპირი პროვოკაცია,”- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა