რუსეთში, პერმის მხარეში საქართველოს მიმართულებით ახალი საჰაერო რეისების დაწყებაზე მსჯელობენ, – ამის შესახებ რეგიონის გუბერნატორისა და სამმართველოს ვებგვერდებზე გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ.
კერძოდ, რეგიონის წარმომადგენლებს სურთ, რომ ახალი რეისები თბილისისა და ბათუმის მიმართულებით 2024 წლიდან დაინიშნოს.
საქართველოს გარდა, რეგიონში პირდაპირი ფრენების დაწყებას განიხილავენ ყირგიზეთში, ყაზახეთში და დსთ-ის სხვა ქვეყნებში. აღნიშნული საკითხი პერმის მხარის გუბერნატორმა, მოსკოვში გამართულ ფორუმზე, ორ ავიაკომპანიასთან – Икар-თან და Азимут-თან განიხილა.
“ამ საკითხთან დაკავშირებით, პირდაპირი ფრენების დაწყების შესაძლებლობა განიხილება ალმათში, ბიშკეკში, სამარკანდში, ურგენჩში, ბათუმში ან თბილისში 2024 წლისთვის”, – ვკითხულობთ გუბერნატორის წერილში.
ამავე წერილის მიხედვით, რეგიონის ხელმძღვანელები, საჰაერო ფრენების დაწყებასთან ერთად, რეგიონთაშორისი წყლის მარშრუტების ამოქმედებასაც გეგმავს.
ამჟამინდელი გრაფიკის მიხედვით, პერმის რეგიონიდან საჰაერო რეისები მხოლოდ უზბეკეთში, ნამანგანის ოლქში ხორციელდება.