“პოკერი შევასრულე, სახლში დავბრუნდი და ცოლმა არ მომილოცა… მეორე დღეს ამიხსნა, ეს რატომ გააკეთა” – სუარესის მოყოლილი ისტორია ინტერნეტს იპყრობს

ცნობილი ურუგვაელი ფორვარდის ლუის სუარესის მოყოლილი ისტორია მისი მეუღლის სოფია ბალბის შესახებ ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა. ვეტერანმა თავდამსხმელმა გაიხსენა, თუ რატომ არ მიულოცა “ლივერპულის” რიგებში შესრულებული პოკერი მისმა ცოლმა.
“ლივერპულის” რიგებში “ნორვიჩთან” მატჩში პოკერი შევასრულე და სახლში იმ იმედით დავბრუნდი, რომ მეუღლე მომილოცავდა. მან ერთი სიტყვაც არ თქვა, მეორე დღეს კი ყველაფერი ამიხსნა და მეუბნება: “იცი, რატომ არ მოგილოცე? იმიტომ, რომ ჩვენს სახლში შენ ისევ ჩემი ქმარი და შენი ქალიშვილის მამა ხარ. ისევ იგივე ბიჭი ურუგვაიდან”.
სწორედ მაშინ მივხვდი ყველაფერს… ის მართალი იყო. როდესაც ყველა მხრიდან გაქებენ, არსებობს რისკი, დაიჯერო შენი მნიშვნელობის და დაკარგო კავშირი რეალობასთან. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ გვერდით გყავდეს ვინმე, ვისაც შეუძლია რეალობაში დაგაბრუნოს. მსოფლიოსთვის შეიძლება ლუის სუარესი ვიყო, მაგრამ სახლში მაინც ურუგვაელი ლუისი ვიყავი.
სახლში გოლებს არ ვიტან. სახლში მამა ვარ, ქმარი, სალტოს მკვიდრი, რომელიც ჭურჭელს რეცხავს! ჩემი ცოლი ყოველთვის მაჯარიმებს. 600 გოლის გატანა შემიძლია, მაგრამ თუ ტანსაცმელს უმისამართოდ დავყრი, სახლში ყოველთვის დამაჯარიმებენ და ეს ნორმალურია. ეს გეხმარება დარჩე იგივე ადამიანი, როგორიც დიდებამდე იყავი”, – ციტირებს სუარესს The Footy Section.
დიდი ალბათობით, სუარესი დეკემბერში კარიერას დაასრულებს
ოფიციალურად: ქოჩორაშვილის “სპორტინგმა” გიოკერესის შემცვლელი დაიმატა
[VIDEO] 38 წლის ლუის სუარესის შედევრი “პალმეირასთან”
[VIDEO] ისე, როგორც საუკეთესო წლებში – მესიმ და სუარესმა შოუ დადგეს
სუარესი ქოჩორაშვილის თანაგუნდელი ხდება – “სპორტინგი” გიოკერესის წასვლის შემდეგ ბომბარდირს იმატებს
სუარესმა “სიეტლის” სტაფის წევრს, რომელსაც შეაფურთხა, ბოდიში მოუხადა