ყირგიზეთში სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა, არის მსხვერპლი

ყირგიზეთში სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა, არის მსხვერპლი. ამის შესახებ ინფორმაციას ყირგიზეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„17 იანვარს, სასწავლო ფრენის დროს ყირგიზეთის საჰაერო თავდაცვის ძალების ვერტმფრენმა ავარიული მძიმე დაშვება განახორციელა. არის მსხვერპლი“, – ნათქვამია ყირგიზეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
ადგილობრივი მედიის ცნობით, სამხედრო ვერტმფრენი ბიშკეკის ჩრდილო-დასავლეთით ჩამოვარდა.
წინასწარი ინფორმაციით, დაიღუპა 1 და დაშავდა 7 ადამიანი.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კახიშვილი – ნებისმიერი პატიმრის, მათ შორის ირაკლი ღარიბაშვილის და სხვა თანამდებობის პირების სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელია სასჯელაღსრულების დაწესებულება, არავის აქვს “ორი თავი” – ყველა ძალიან ფრთხილად იქნება