რუსეთში სატვირთო გადაზიდვების სექტორში კრიზისია – 6 700-მა კერძო კომპანიამ ლიკვიდაცია გამოაცხადა – Forbes

რუსეთში სატვირთო გადაზიდვების სექტორში კრიზისია – 6 700-მა კერძო კომპანიამ ლიკვიდაცია გამოაცხადა – Forbes
რუსეთში ოქტომბრის ბოლოდან სატვირთო გადაზიდვების მიმწოდებლების რაოდენობა განახევრდა,- ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
Rusprofile-ის მონაცემებით, 458 000 რეგისტრირებული გადამზიდი კომპანიიდან 6 700 საფრთხის ქვეშაა ან ლიკვიდაციის პროცესშია.
ექსპერტების განმარტებით, რომ ამის მიზეზი საერთაშორისო სანქციებთან ერთად გადაზიდვების თვითღირებულების ზრდა და მიტანის სარგებლიანობის შემცირებაა.
კომპანია „ლიდერ ტრანს“-ის დამფუძნებლის, მიხაილ უსტიჟანინის თქმით, გადაზიდვების ტარიფები 2025 წლის თებერვალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის მესამედით შემცირდა.
მისივე თქმით, 2025 წლის პირველ ნახევარში გადაზიდვების თვითღირებულება 15%-ით გაიზარდა საწვავის, ტექნიკის მომსახურებისა და მძღოლების ხელფასების გაძვირების გამო. დიზელის საწვავი პრაქტიკულად 15–20%-ით გაძვირდა, აღნიშნავს უსტიჟანინი. ადრე საწვავის კომპანიები დიდ და საშუალო გადამზიდავებს 23%-მდე ფასდაკლებას სთავაზობდნენ, თუმცა ახლა ეს ფასდაკლება გაუქმდა, აცხადებს ПЭК-ის თანამფლობელი და ვიცე-დირექტორი, ასოციაცია „ავტოგრუზექს“-ის პრეზიდენტი ვადიმ ფილატოვი. ამ ფონზე გადამზიდავებს უჭირთ ლიზინგის გადასახადების დაფარვა, რაც ტექნიკის მასობრივად დაბრუნებას იწვევს, ამბობს უსტიჟანინი.

ასევე დაგაინტერესებთ

„აქტიურად ვმუშაობთ, რათა საქართველოს ავიაბაზარი დივერსიფიცირებული იყოს და ყველა მიმართულებით გვქონდეს როგორც ავიარეისები, ასევე ტურისტების მოზიდვის შესაძლებლობა“ – თამარ იოსელიანი

მიხეილ სარჯველაძემ და ირაკლი ლექვინაძემ, დაინტერესებულ პირებთან და სფეროს წარმომადგენლებთან ერთად, ჯანდაცვის სექტორში კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმდინარე პრაქტიკა და გამოწვევები განიხილეს