ევროპის ერთ-ერთი უდიდესი ელექტრონული კომერციის კომპანიის, eDreams ODIGEO-ს რეიტინგის მიხედვით, ბანგკოკი 2026 წლის ყველაზე პოპულარულ ტურისტულ დანიშნულების ადგილად დასახელდა.
სიის შესადგენად, ექსპერტებმა გააანალიზეს მომხმარებლების საძიებო მოთხოვნები და ჯავშნები, რომელთა გამგზავრების თარიღები მომავალი წლის 1 იანვრის შემდეგ იყო. ტაილანდის დედაქალაქი მსოფლიოში მოგზაურების მიერ როგორც ყველაზე ხშირად მოძიებული ქალაქი, ასევე ყველაზე ხშირად დაჯავშნილი დანიშნულების ადგილი გახდა.
ანალიტიკოსები ამბობენ, რომ მომავალ წელს საერთაშორისო ტურიზმი „ისევ მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული გლობალურ კულტურულ ღონისძიებებზე“, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანები დაგეგმავენ მოგზაურობებს სპორტულ და მუსიკალურ ღონისძიებებზე, ასევე მასშტაბურ კულტურულ დღესასწაულებზე.
ამის ნათელი მაგალითია რიო-დე-ჟანეირო, რომელიც მომდევნო 12 თვის განმავლობაში დაჯავშნების რაოდენობით მესამე ადგილზეა. ქალაქში ვიზიტორთა რაოდენობა მკვეთრად იზრდება ქალაქის ცნობილი კარნავალის დროს.
პარიზი ტურისტებს შორის მეორე ყველაზე პოპულარული ადგილია. მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთის დედაქალაქი მომავალ წელს რაიმე მასშტაბურ ღონისძიებას არ გეგმავს, ქალაქი ტურისტებს ათწლეულების განმავლობაში იზიდავს, ნაწილობრივ მუზეუმების სიმრავლის გამო.
ვრცლად buyingbusinesstravel – ზე




