Brent ბარელზე 64,56 დოლარამდე გაძვირდა

ნავთობის ფასების ზრდა პარასკევს დღის განმავლობაში დაჩქარდა დან საწვავის ექსპორტის შემცირების შიშის გამო.
ლონდონის ICE Futures ბირჟაზე Brent–ის მარკის ნავთობის იანვრის ფიუჩერსების ფასი 1.55 დოლარით (2.46%-ით) გაიზარდა და ბარელზე 64.56 დოლარი შეადგინა.
ნიუ-იორკის სასაქონლო ბირჟის (NYMEX) ელექტრონულ სავაჭრო სართულზე WTI ნავთობის დეკემბრის ფიუჩერსები 1.6 დოლარით (2.73%-ით) გაიზარდა და ბარელზე 60.29 დოლარი შეადგინა.