– ჩვენმა „პეტრიოტებმა“, სხვა სისტემებთან ერთად, ეფექტურად იმუშავეს და ღამით 14 რუსული რაკეტა გაანეიტრალეს – ამასთან, ჩვენმა მეომრებმა წარმატებით გამოიყენეს „გრძელი ნეპტუნები“ ს ტერიტორიაზე სამიზნეების წინააღმდეგ

ჩვენმა „პეტრიოტებმა“, სხვა სისტემებთან ერთად, ეფექტურად იმუშავეს და ღამით 14 რუსული რაკეტა გაანეიტრალეს, მათ შორის ორი აერობალისტიკური რაკეტა და ექვსი ბალისტიკური რაკეტა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„დღეს მივიღე მთავარსარდლის ანგარიში და ასევე რამდენიმე ანგარიში საჰაერო ძალების მეთაურისგან. პირველ რიგში, ჩვენმა „პეტრიოტებმა“, სხვა სისტემებთან ერთად, ეფექტურად იმუშავეს და ღამით 14 რუსული რაკეტა გაანეიტრალეს. მათ შორის იყო ორი აერობალისტიკური რაკეტა და ექვსი ბალისტიკური რაკეტა. გავაგრძელებთ ჩვენი საჰაერო თავდაცვის ამ კომპონენტის გაძლიერებას – ბალისტიკური რაკეტების ჩამოგდების შესაძლებლობის მქონე სისტემებით“, – წერს ზელენსკი.
მისი ინფორმაციით, დიპლომატებს დაავალა, სრულად აცნობონ უკრაინის პარტნიორებს რუსული თავდასხმების შესახებ – მათი ხასიათისა და არჩეული სამიზნეების შესახებ.
აგრძელებს ტერორს უკრაინის ქალაქების წინააღმდეგ, კერძოდ, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ – და გუშინ ღამით რუსეთისთვის მთავარი სამიზნეები იყო ს საცხოვრებელი ტერიტორიები და ენერგეტიკული ობიექტები“, – აცხადებს ზელენსკი.
მისი თქმით, წუხელ უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეების წინააღმდეგ „ნეპტუნის“ რაკეტები წარმატებით გამოიყენეს.
„ღამით ჩვენმა მეომრებმა წარმატებით გამოიყენეს „გრძელი ნეპტუნები“ რუსეთის ტერიტორიაზე სამიზნეების წინააღმდეგ – ეს არის ჩვენი სრულიად სამართლიანი პასუხი რუსეთის მიმდინარე ტერორზე. უკრაინული რაკეტები თითქმის ყოველთვიურად სულ უფრო მნიშვნელოვან და ზუსტ შედეგებს იძლევა. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც მუშაობს ჩვენს სარაკეტო პროგრამაზე და ს ამ სიზუსტეს და შორ მანძილზე დარტყმის შესაძლებლობას აძლევს“, – წერს ზელენსკი.