– რუსები ს 430 დრონით და 18 რაკეტით დაესხნენ თავს – რაკეტის ნამსხვრევები აზერბაიჯანის საელჩოს მოხვდა – ევროპას და შეერთებულ შტატებს შეუძლიათ დახმარება და რეალურ გადაწყვეტილებებს ველოდებით

ეს იყო ბოროტული თავდასხმა, რუსებმა გამოიყენეს დაახლოებით 430 დრონი და 18 რაკეტა, მათ შორის ბალისტიკური და აერობალისტური რაკეტები, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ს მიერ უკრაინის წინააღმდეგ წუხელ განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით წერს.
მისი ინფორმაციით, დაღუპულია 4 ადამიანი, დაშავებულია ათობით მოქალაქე, მათ შორის ბავშვები და ორსული ქალი.
„ეს იყო მიზანმიმართულად გათვლილი თავდასხმა, რომლის მიზანი ადამიანებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურისთვის მაქსიმალური ზიანის მიყენება იყო. მხოლოდ კიევში ათობით საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა“, – წერს ზელენსკი.
მისი განცხადებით, „ისკანდერის“ რაკეტის ნამსხვრევები აზერბაიჯანის საელჩოს შენობას მოხვდა.
„აზერბაიჯანის საელჩოს „ისკანდერის“ რაკეტის ნამსხვრევები მოხვდა. თავდასხმის მთავარი სამიზნე იყო. დარტყმები ასევე განხორციელდა ს, ხარკოვისა და ოდესის ოლქებში. წინასწარი მონაცემებით, რუსებმა დღეს დილით სუმის ოლქში „ცირკონის“ ტიპის რაკეტა გამოიყენეს“, – აცხადებს ზელენსკი.
მისი თქმით, მსოფლიომ სანქციებით უნდა შეაჩეროს ეს თავდასხმები.
ამ დარტყმებს შორი დისტანციის ძალით პასუხობს და მსოფლიომ სანქციებით უნდა შეაჩეროს ეს თავდასხმები სიცოცხლეზე. რუსეთს ჯერ კიდევ შეუძლია ნავთობის გაყიდვა და თავისი სქემების მშენებლობა. ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს. პარტნიორებთან ერთად დიდი სამუშაო მიმდინარეობს ჩვენი საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. გვჭირდება გაძლიერება დამატებითი სისტემებითა და ჩამჭრელი რაკეტები. ევროპას და შეერთებულ შტატებს შეუძლიათ დახმარება. რეალურ გადაწყვეტილებებს ველოდებით“, – წერს ზელენსკი.

ასევე დაგაინტერესებთ

გედევან ფოფხაძე – შიმშილობას აგრძელებს 8 ადამიანი, ყველას მდგომარეობა ნორმალურია – ჩვენი პროტესტით სათქმელი უნდა ვუთხრათ ადამიანებს, რომ გამოვიდეთ კომფორტის ზონიდან და დავასრულოთ რეჟიმთან თანაცხოვრებაზე ფიქრი

ნიკოლოზ სამხარაძე – ოპოზიციას, რომელსაც მარტივ განცხადებასაც კი ვიღაც უწერს და შემდეგ ამ განცხადებით საზოგადოებას ესაუბრებიან, შანსი ვერ ექნება, რომ ხელისუფლებას ოპონირება გაუწიოს – იმედია, მალე ასეთი ძალები ქართულ პოლიტიკაში აღარ იქნებიან