ვიტალი კლიჩკო – კიევზე თავდასხმის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და 26 დაშავდა

რუსების მიერ უკრაინის დედაქალაქ კიევზე წუხელ განხორციელებული თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო იუწყება.
„წინასწარი ინფორმაციით, დედაქალაქში სამი ადამიანი დაიღუპა. ვაახლებთ ინფორმაციას, რადგან მაშველები ამჟამად ვერ ახერხებენ ცხედრების ამოყვანას“, – აღნიშნა მერმა.
მისი ინფორმაციით, დაშავებულთა რიცხვი 26-მდე გაიზარდა, მათ შორის ორი ბავშვია, 7 და 10 წლის.
კიევის საქალაქო პროკურატურამ სამი ადამიანის გარდაცვალების ფაქტი დაადასტურა.
ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, რუსების მიერ რაკეტებისა და დრონების გამოყენებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად ქალაქის დესნიანსკის, დნეპროვსკის, სვიატოშინსკის, პოდოლსკის, სოლომენსკის და შევჩენკოვსკის რაიონებში 27 საცხოვრებელი შენობა დაზიანდა.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – არაერთი წყაროდან არის ცნობილი, რომ ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს და ისინი საქართველოში ეძებენ ახალ ნავსაყუდელს – რეჟიმმა არაფერი გააკეთა, რომ ადეკვატური ზომები მიეღო, რადგან ის არასდროს ემსახურებოდა ქართველ ხალხს