დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი გრძელდება – პანელურ დისკუსიებზე ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლაა დაგეგმილი

შვეიცარიის პატარა საკურორტო ქალაქ დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი გრძელდება. შეხვედრებს 60-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერი, ნატოს გენერალური მდივანი, ევროკომისიის პრეზიდენტი, უმსხვილესი ბიზნეს-წარმომადგენლები ესწრებიან. მათ შორის არის საქართველოს სამთავრობო დელეგაციაც პრემიერის ხელმძღვანელობით.
დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები და ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლა პანელურ დისკუსიებზე. ყურადღება გამახვილდება საქართველოს ევროპულ მომავალსა და ინვესტიციების მოზიდვაზე. ასევე, იმ პროექტებზე, რომელიც არსებული რეალობიდან გამომდინარე, რეგიონისთვის აქტუალურია.
წლევანდელი ფორუმის მთავარი სლოგანი ნდობის აღდგენაა. სახელმწიფოთა მეთაურები თანხმდებიან, რომ 2024 წელი მსოფლიოსთვის უმნიშვნელოვანესი იქნება.

ასევე დაგაინტერესებთ

ძალიან რთული წლები გამოვიარეთ, თუმცა, ჩვენი ერთიანობით მოვახერხეთ ქვეყნის დამშვიდება. მინდა აღვნიშნო ბიძინა ივანიშვილის როლი იმ მიღწევებში, რაც ჩვენს გუნდს და ქვეყანას აქვს. სწორედ მისი გამორჩეული სიბრძნის და გათვლების წყალობით მოვახერხეთ წარმატების მიღწევა