საქართველოში ამინდი უარესდება – ტემპერატურის ვარდნის გამო გზებზე მოსალოდნელია ლიპყინული

გარემოს ეროვნული სააგენტოს მთავარი სინოპტიკოსის, ნაირა მანველიშვილის განცხადებით, როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ქარბუქიც.
“დღეისთვის, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რეგიონში ველოდებით წვიმას. მთასა და მაღალ მთიან ზონაში, იქნება თოვლი – ზოგან ძლიერი, გზებზე ლიპყინული. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. სანაპირო ზონაში, შესაძლებელია 17-22 მეტრ წამამდე მიაღწიოს. აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ველოდებით ნალექს, მთაში თოვლის სახით. მაღალ მთაში ველოდებით ქარბუქს, როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში”, – განაცხადა ნაირა მანველიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – სკოლებში სწავლას იწყებს 45 ათასი პირველკლასელი, 30-მდე განახლებულ სკოლაში დაიწყება სწავლა, წარმატებით დავიწყეთ სახელმძღვანელოების განახლების პროგრამა, მთლიანად განახლდება სასკოლო სახელმძღვანელოები, რომლებიც დაეფუძნება მათ შორის ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს

დიღმის მასივის V კვარტლის V და Vა კორპუსების მიმდებარედ ავტოფარეხების დემონტაჟის პროცესი ადგილობრივ მოსახლეობასთან მჭიდრო კომუნიკაციისა და ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ხორციელდება