თურქეთმა დროებით შეწყვიტა C-130-ის ფრენა საქართველოში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო

საქართველოში თურქული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო თურქეთმა C-130 ტიპის თვითმფრინავებით ფრენა დროებით შეწყვიტა. ამის შესახებ ინფორმაცია თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა.
თურქულმა სამხედრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა 11 ნოემბერს სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში. ამერიკული წარმოების C 130 რეისს აზერბაიჯანი-თურქეთის მიმართულებით ასრულებდა. თვითმფრინავის ჩამოვარდნას ემსხვერპლა ბორტზე მყოფი ოცივე სამხედროს სიცოცხლე. სამძებრო სამუშაოები 13 ნოემბერს დასრულდა.
-მ გამოძიება დაიწყო მუხლით, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
12 ნოემბერს თურქეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ კატასტროფის ადგილას შავი ყუთი ნაპოვნია და გამოძიება მიმდინარეობს კატასტროფის გამომწვევი მიზეზების დასადგენად.