აქციის მონაწილეები მსვლელობას მართავენ

პარლამენტთან შეკრებილი პროტესტის მონაწილეები მსვლელობით თავისუფლების მოედნისკენ მიემართებიან.
როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, მათი მიზანია, თბილისის ვიწრო ქუჩებში მსვლელობები, რათა ყველას გააგებინონ პროტესტის ხმა.
მათივე თქმით, ბევრი ფორმა არსებობს იმისათვის, რომ გამოხატონ პროტესტი მშვიდად და თქვან სათქმელი.
“საჭიროა ხანგრძლივი პროტესტი და ძალების გადანაწილება”,- აცხადებენ აქციის მონაწილეები.
რუსთაველის გამზირზე შეკრებილთა მოთხოვნები უცვლელია – დაინიშნოს ახალი და გათავისუფლდნენ პროტესტის ფარგლებში დაკავებული პირები.