ს ინფორმაციით, ზაპოროჟიეს ოლქში სამხედროებს შეხვდა

ვოლოდიმირ ზელენსკი ზაპოროჟიეს ოლქში სამხედროებს შეხვდა, – ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„ზაპოროჟიეს ოლქში სამუშაო ვიზიტის დროს სამხედრო მეთაურებთან უსაფრთხოების საკითხზე ბრიფინგი გავმართე. ძირითადად, სამხრეთში არსებული ოპერატიული ვითარება განვიხილეთ. ასევე, მოვისმინეთ მოხსენება პოკროვსკში არსებული ვითარების შესახებ“, – წერს X-ზე.
უკრაინის პრეზიდენტმა ზაპოროჟიეს ოლქში სამხედროებს სახელმწიფო ჯილდოები გადასცა.
„აღმოსავლეთ , ნამდვილად, დიდი გამოწვევაა. მადლობას ვუხდი ყველა ჯარისკაცს, ოფიცერსა და სერჟანტს ზაპოროჟიეს ოლქის დაცვისთვის“, – აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.