საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა განაცხადა, რომ ფრანგული კლუბების მესვეურები ადგილობრივ მწვრთნელებს უფრო მეტად უნდა ენდობოდნენ.
მისი თქმით, გული სტკივა, როდესაც ფრანგულ ფეხბურთში ამდენ უცხოელ სპეციალისტს ხედავს.
“თუ ლიგა 1-სა და ლიგა 2-ს გადავხედავთ, აქ უამრავი უცხოელი მწვრთნელია, მათი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, თუმცა გული მტკივა, რადგან უამრავი ნიჭიერი ფრანგი სპეციალისტია, რომლებსაც არ ენდობიან”, – განაცხადა დეშამმა RMC Sport-თან ინტერვიუში.
შეგახსენებთ, დიდი ალბათობით, დეშამი საფრანგეთის ნაკრებს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ დატოვებს და მის ადგილს ზინედინ ზიდანი დაიკავებს.
“ცხადია, ეს ყველამ იცის” – ანრიმ იმ მწვრთნელის ვინაობა დაასახელა, ვინც საფრანგეთის ნაკრებს ჩაიბარებს
“კვარასნაირი” ფეხბურთელები არ გვყავს” – დეშამმა თავი იმართლა
[VIDEO] დეშამმა პსჟ-ის ფეხბურთელებს ჩემპიონთა ლიგის მოგება მიულოცა – მარკუს ტურამის რეაქცია ინტერნეტს იპყრობს
ყველაფერი გადაწყდა – ზიდანი საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელი გახდება
“მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს” – დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ




