ს ბიზნესკურსების პლატფორმაზე რეგისტრაციამ 100,000-ს გადააჭარბა

საქართველოს ბანკის – ბიზნესის განათლებაზე ორიენტირებული წამყვანი ფინანსური ინსტიტუტის ონლაინ პლატფორმა Businesscourse.ge-ზე რეგისტრაციების რაოდენობამ 100,000-ს გადააჭარბა.

Businesscourse.ge მუდმივად განახლებადი ონლაინ პლატფორმაა, რომელიც ბიზნესით დაინტერესებულ პირს მრავალფეროვან კურსებს, მასტერკლასს, ცოდნასა და გამოცდილებას სთავაზობს.

  • კურსები ხელმისაწვდომია ონლაინ ფორმატში, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან, რაც განათლების მიღებას მაქსიმალურად მოქნილს ხდის;
  • სასწავლო კურსები მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებს, როგორებიცაა მენეჯმენტი, ფინანსები, მარკეტინგი, ტექნოლოგიები, ლიდერობა და სხვა;
  • თითოეული კურსის შექმნაში სხვადასხვა სფეროს გამოცდილი, ქართველი ექსპერტები მონაწილეობენ;
  • ლექციები ადგილობრივ კონტექსტსა და თანამედროვე ბიზნესის საჭიროებებზეა მორგებული, რაც რეგისტრირებულ ადამიანებს შესაძლებლობას აძლევს, მიღებული ცოდნა საკუთარ საქმიანობაში ეფექტიანად გამოიყენონ.

„მოხარული ვართ, რომ ს ინიციატივით შექმნილი Businesscourse.ge დღეს უკვე ათობით ათასი ადამიანისთვის ცოდნის გაღრმავებისა და კარიერული განვითარების პლატფორმა გახდა. ეს ციფრი არა უბრალოდ სტატისტიკა, არამედ იმის დასტურია, რომ ჩვენი მისწრაფება – გავხადოთ ხარისხიანი ბიზნეს განათლება ხელმისაწვდომი – წარმატებულია. ჩვენ ვაგრძელებთ ახალი კურსებისა და შესაძლებლობების დამატებას, იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტ მეწარმეს თუ

ბიზნესის დაწყების მსურველს საკუთარი უნარების გაუმჯობესებისა და კონკურენტუნარიანობის ზრდაში დავეხმაროთ “, – აცხადებენ საქართველოს ბანკში.

ბიზნესკურსი პლატფორმა ბიზნეს 360°-ის მნიშვნელოვანი ნაწილია. „ბიზნეს 360°“ აერთიანებს ყველა იმ შესაძლებლობას, რომელსაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის – იქნება ეს საგანმანათლებლო რესურსები, ინდივიდუალური პროგრამები, შეთავაზებები, სექტორული ანალიზები.