ჩინეთის ელჩი საქართველოში – ჩინეთი ადგენს განვითარების გეგმას, რომელიც არასტაბილურ მსოფლიოს სიმტკიცეს შესძენს

მიმდინარე წლის ოქტომბერში, ჩინეთის დედაქალაქ პეკინში გაიმართა მნიშვნელოვანი სხდომა მომდევნო ხუთი წლის ეკონომიკური და სოციალური განვითარების საკითხებთან დაკავშირებით – ჩინეთის კომუნისტური პარტიის მე-20 ცენტრალური კომიტეტის მეოთხე პლენარული სხდომა. აღნიშნულ სხდომაზე ყველაზე მნიშვნელოვანი იყო „კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მიერ ეროვნული ეკონომიკური და სოციალური განვითარების მე-15 ხუთწლიანი გეგმის შემუშავების შესახებ შეთავაზების“ მიღება, რომელიც მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში და მის შემდგომ პერიოდში, ჩინეთის მოდერნიზაციისთვის უმაღლესი დონის გეგმას გვთავაზობს, მსოფლიოს ქვეყნებისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის და არასტაბილურ მსოფლიოს მეტ სიმტკიცეს და პოზიტიურ ენერგიას სძენს.
საშუალო და გრძელვადიანი გეგმების შედგენისა და განხორციელების უნარი ჩინეთის მმართველობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობაა.
1953 წლიდან მოყოლებული, ჩინეთმა შეიმუშავა და განახორციელა 14 ხუთწლიანი გეგმა, რომლითაც შეასრულა ისტორიული ნახტომი ღარიბი და ჩამორჩენილი ქვეყნიდან მსოფლიოში სიდიდით მეორე ეკონომიკამდე, მოხდა სწრაფი ეკონომიკური განვითარებისა და გრძელვადიანი სოციალური სტაბილურობის „ორი დიდი სასწაული“, რაც მსოფლიოში იშვიათია.
პლენარულ სხდომაზე დადებითად შეფასდა ჩინეთის ეკონომიკური და სოციალური განვითარების ძირითადი მიღწევები მე-14 ხუთწლიანი გეგმის პერიოდში (2021-2025 წწ.) და დასახულ იქნა ეკონომიკური და სოციალური განვითარების ძირითადი მიზნები მე-15 ხუთწლიანი გეგმის პერიოდში (2026-2030 წწ.), ესენია: მნიშვნელოვანი პროგრესი მაღალი ხარისხის განვითარებაში, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში თვითგანვითარებისა და გაძლიერების დონის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, ახალი მიღწევები შემდგომ ყოვლისმომცველ რეფორმებში, სოციალური ცივილიზაციის დონის აშკარა გაუმჯობესება, ხალხის კეთილდღეობის დონის უწყვეტი ზრდა, მნიშვნელოვანი პროგრესი ლამაზი ჩინეთის მშენებლობაში და უფრო მტკიცე ეროვნული უსაფრთხოების ბარიერი. ჩინეთის კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელობით, ჩინელი ხალხი დაუღალავად იშრომებს ჩინური სტილის მოდერნიზაციის ახალი ეპოქის შესაქმნელად.
ჩინეთი კვლავ გააფართოებს მაღალი დონის გახსნილობას გარე სამყაროსთან.
პლენარულ სხდომაზე აღინიშნა, რომ ჩინეთი გააფართოებს მაღალი დონის გახსნილობას გარე სამყაროსთან და შექმნის ურთიერთსარგებლიანი თანამშრომლობის ახალ ეპოქას. მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში, ჩვენ თანმიმდევრულად გავაფართოვებთ ინსტიტუციურ გახსნილობას, შევინარჩუნებთ მულტილატერალურ სავაჭრო სისტემას, გავაფართოვებთ საერთაშორისო მიმოქცევას, გავუზიარებთ შესაძლებლობებს და მივაღწევთ საერთო განვითარებას მსოფლიოს ქვეყნებთან, მათ შორის საქართველოსთან. ჩვენ აქტიურად გავაძლიერებთ დამოუკიდებელ გახსნილობას, ხელს შევუწყობთ ვაჭრობის ინოვაციურ განვითარებას, გავაფართოვებთ ორმხრივი საინვესტიციო თანამშრომლობის სივრცეს და ერთობლივად განვახორციელებთ „სარტყლისა და გზის“ ინიციატივას.
ჩინეთის გახსნილობისა და თანამშრომლობისადმი ერთგულების თვალსაჩინო მაგალითია ცოტა ხნის წინ დასრულებული ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის მე-8 გამოფენა (CIIE). წლევანდელმა გამოფენამ მნიშვნელოვანი საერთაშორისო ყურადღება მიიპყრო, მასში მონაწილეობა მიიღო 155-მა ქვეყანამ, რეგიონმა და საერთაშორისო ორგანიზაციამ, მათ შორის საპატიო სტუმარმა საქართველომ. გამოფენაში მონაწილეობას იღებდა 4108 უცხოური საწარმო, მისი სრული ფართობი აჭარბებდა 430 000 კვადრატულ მეტრს და წარმოდგენილი იყო 461 ახალ პროდუქტი, ტექნოლოგია და მომსახურება. პარალელურად ჩატარებულმა ხუნგციაოს საერთაშორისო ეკონომიკურმა ფორუმმა, სავაჭრო მოლაპარაკებებმა და ინვესტიციების ხელშემწყობმა 100-ზე მეტმა ღონისძიებამ, ურთიერთსარგებლიანი თანამშრომლობისთვის ხიდები შექმნა, რაც კიდევ უფრო ამყარებს ურთიერთთანხმობას გახსნილობისა და თანამშრომლობის შესახებ.
საქართველო ჩინეთის პირველი თავისუფალი ვაჭრობის პარტნიორია ევრაზიის რეგიონში, ხოლო ჩინეთი საქართველოს მეოთხე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია უკვე მრავალი წლის განმავლობაში. საქართველო ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის მე-8 გამოფენაზე ერთ-ერთი საპატიო სტუმარი იყო, გახსნის ცერემონიას ესწრებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ბატონი , საქართველო ამ პრესტიჟულ სცენაზე ბრწყინვალედ გამოვიდა. ქართული ღვინო, მინერალური წყალი, თაფლი, ჩირი და სხვა პროდუქცია სწრაფი ტემპით აღწევს ჩინურ ოჯახებში. ჩინეთის სტატისტიკის თანახმად, 2025 წლის იანვრიდან სექტემბრამდე, ჩინეთ-საქართველოს შორის ორმხრივმა ვაჭრობამ 2.05 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 23.4%-ით მეტია.
ჩინეთის ეკონომიკის მდგრადი განვითარება კვლავ სტაბილურობას შესძენს გლობალურ ეკონომიკურ ზრდას.
ჩინეთის სრულმა ეკონომიკურმა წარმოებამ 2020 წელს 100 ტრილიონ იუენს გადააჭარბა. მე-14 ხუთწლიანი გეგმის პერიოდში ჩინეთის მშპ-მ სამ დიდ საფეხურს გადააბიჯა, ესენი იყო 110 ტრილიონი, 120 ტრილიონი და 130 ტრილიონი იუენი. წელს მოსალოდნელია, რომ იგი დაახლოებით 140 ტრილიონ იუენს მიაღწევს, შესაბამისად, საშუალო წლიური ზრდა 500 მილიარდ დოლარს აჭარბებს, რაც ცენტრალური აზიის ხუთი სახელმწიფოს მთლიანი მშპ-ს ექვივალენტია. ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში, ჩინეთის საშუალო წლიური წვლილი გლობალურ ეკონომიკურ ზრდაში დაახლოებით 30% რჩება. მიუხედავად სატარიფო ომის გავლენისა, ჩინეთის ეკონომიკა მიმდინარე წლის პირველ სამ კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5.2%-ით გაიზარდა. ფაქტები ცხადყოფს, რომ ჩინეთის ეკონომიკას მყარი საფუძველი, მრავალი უპირატესობა და დიდი პოტენციალი აქვს. გრძელვადიანი დადებითი პერსპექტივის ხელშემწყობი პირობები და ძირითადი ტენდენციები უცვლელი რჩება, ჩინეთს აქვს საკმარისი შესაძლებლობები და ძალისხმევა იმისათვის, რომ გაუმკლავდეს სხვადასხვა რისკებსა და გამოწვევებს.
ჩინეთი მსოფლიოში ყველაზე სრულყოფილ ინდუსტრიულ სისტემასა და უზარმაზარ ბაზარს ფლობს, რაც მას სწრაფად მზარდ გლობალურ ინოვაციურ ცენტრად აქცევს. ჩინეთი მტკიცედ უჭერს მხარს ეკონომიკურ გლობალიზაციას და გააგრძელებს მაღალი ხარისხის თანამშრომლობის ხელშეწყობას „სარტყლისა და გზის“ ინიციატივის ფარგლებში. ჩინეთის განვითარების სიმტკიცემ საერთაშორისო საზოგადოების ნდობა მოიპოვა. ჩინეთის რწმენა ხვალინდელი დღის რწმენას ნიშნავს, ხოლო ჩინეთში ინვესტირება – მომავალში ინვესტირებას, საერთაშორისო საზოგადოება ამაზე უკვე ერთპიროვნულად თანხმდება.
მე-15 ხუთწლიანი გეგმა არა მხოლოდ ჩინეთის სამომავლო ეკონომიკური და სოციალური განვითარების გეგმას ასახავს, არამედ მსოფლიოს მეტ სიმტკიცეს სძენს და ჩინეთ-საქართველოს თანამშრომლობისთვის უფრო ფართო პერსპექტივებს ქმნის. მომავალში, ჩინეთი გააგრძელებს მაღალი ხარისხის განვითარების ხელშეწყობას, ახალ და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს გლობალურ ეკონომიკურ ზრდაში და გააგრძელებს თავისი, როგორც ზესახელმწიფოს, პასუხისმგებლობის დემონსტრირებას შესაძლებლობების გაზიარებითა და საერთო განვითარებისკენ სწრაფვით. საქართველოსთან და სხვა ქვეყნებთან ერთად, ჩინეთი ხელს შეუწყობს კაცობრიობის საერთო მომავლის მქონე საზოგადოების შექმნას.
ჩინეთის ელჩი საქართველოში,
ჭოუ ციენი
(R)

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – გახარიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება რეპრესიების გაგრძელებაა – რაც შეეხება სააკაშვილს, გასაკვირი არაა ერთ-ერთი პოლიტპატიმარი ასევე იყოს ციხეში, როცა ფაქტობრივად ყველა ოპოზიციონერი ლიდერი დაპატიმრებულია

გიორგი კახიანი – გაუგებარი იყო სააკაშვილის სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნა, როდესაც იგი სრულიად ჯანმრთელად გამოიყურებოდა – განცხადებები, რომ ეს დასჯის მცდელობაა, მოსალოდნელი იყო, სინამდვილეში, ის ხდება, რაც კანონითაა გათვალისწინებული