„კაცმა ცოლზე ფიზიკურად იძალადა და პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებით დაემუქრა“ – ბრალდებული დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახში ძალადობის ბრალდებით 1975 წელს დაბადებული რ.ბ. დააკავეს.
დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ რ.ბ.-მ ურთიერთშელაპარაკებისას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს – 1990 წელს დაბადებულ ს.კ.-ს და პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებით დაემუქრა. სამართალდამცველებმა რ.ბ. ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, – ნათქვამია -ს ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

საგარეო საქმეთა სამინისტრო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს და პოზიციებს, რაც აბრკოლებს ურთიერთობების ნორმალიზებას – მინისტრი, ასევე შეხვდა ლუქსემბურგის ვიცე-პრემიერს და სერბ კოლეგას