OPEC-მა კიდევ ერთხელ შეინარჩუნა ნავთობზე მოთხოვნის ზრდის პროგნოზი, 2025 წელს დღეში 1.3 მილიონი ბარელის დონეზე და 2026 წელს დღეში 1.38 მილიონი ბარელის დონეზე, – ნათქვამია ორგანიზაციის ყოველთვიურ ანგარიშში.
მიმდინარე წლის კვარტალების მიხედვით ნავთობზე გლობალური მოთხოვნის შეფასებებმა უმნიშვნელო ცვლილებები განიცადა: ახლა პირველ კვარტალში ის შეფასებულია 104.26 მილიონი ბარელის დონეზე დღეში (წინა შეფასება იყო 104.29 მილიონი ბარელი დღეში), მეორეში – 104.21 მილიონი ბარელი დღეში (ერთი თვით ადრე – 104.15 მილიონი ბარელი დღეში), მესამეში – 105.49 მილიონი ბარელით დღეში (ოქტომბრის შეფასება – 105.52 მილიონი ბარელი დღეში), მეოთხეში – 106.57 მილიონი ბარელით დღეში (შეესაბამება წინა შეფასებას).




