მიხეილ ყაველაშვილსა და რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

მიხეილ ყაველაშვილმა, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანს, საქართველოში თურქეთის საჰაერო ძალებისსამხედრო სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო მიუსამძიმრა.
მიხეილ ყაველაშვილმა თურქ კოლეგასთან სატელეფონო საუბარი გამართა.
„სატელეფონო საუბარი გავმართე თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან. ჩემს თურქ კოლეგას საქართველოში თურქეთის საჰაერო ძალების სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო გულწრფელი სამძიმარი გამოვუცხადე. საუბარი შეეხო მიმდინარე ძებნა-შველის ღონისძიებას. ამ მძიმე წუთებში თურქი ხალხის გვერდით ვართ, ვიზიარებთ თქვენს ტკივილსა და მწუხარებას“,- აღნიშნავს მიხეილ ყაველაშვილი X-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი რუხაძე – მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ში რომ გაქანდა, რა უნდა, რას მიდის, ვერ გავიგე? ამ „დიფ სთეითში“ რას მიძვრება? – ხვალ საუდის არაბეთში დაუძახებენ და წავა, რაღაცას დაესწრება, ამას არანაირი ლოგიკა არ ახლავს, უბრალოდ თავის გადარჩენის მცდელობაა