უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა თანამდებობის დატოვების თაობაზე განცხადება გამოაქვეყნა. განცხადებას უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი, სვეტლანა ჰრინჩუკი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
“თანამდებობის დატოვების თაობაზე დავწერე განაცხადი.
ეს პოზიცია არასდროს ყოფილა ჩემთვის თვითმიზანი. მადლობელი ვარ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, უკრაინის მინისტრთა კაბინეტისა და დეპუტატების, რომ ქვეყნისთვის მუშაობის შესაძლებლობა მომეცა, რასაც ბოლო 10 წელი სხვადასხვა საჯარო თანამდებობაზე ვაკეთებდი, დაწყებული მთავარი სპეციალისტით.
კანონი – ჩემი პროფესიული აქტივობების ფარგლებში კანონის დარღვევები არ ყოფილა. ასეთი ფაქტები პრინციპში არ შეიძლება არსებობდეს.
რაც შეეხება ჩემს პერსონალურ ურთიერთობებს, ამ თემაზე ნებისმიერი სპეკულაცია შეუფერებელია. ყველაფრის ზღვარი უნდა იყოს. საბოლოო ჯამში, დრო ყველაფერს თავის ადგილას დააყენებს”,-წერს ჰრინჩუკი.




