ოცნების წარმომადგენელმა ირმა ზავრადაშვილმა დღეს, 12 ნოემბერს, 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას, თქვა, რომ იცის, 20 ლარიანი მატება პენსიის არაა ბედნიერი სიბერის წინაპირობა.
“რაც შეეხება 20 ლარის მომატებას პენსიაზე. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ პენსიის ეს რაოდენობა ბედნიერი სიბერის წინაპირობაა, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ასე ცალმხრივად და კონტექსტიდან ამოვარდნილად ნუ სვამთ კითხვას. პენსიონერს გარდა იმისა, რომ პენსია ფულადი სახით ემატება, მუნიციპალურ და სახელმწიფო დონეზე ძალიან ბევრი დივიდენდებია, იგივე ჯანდაცვის მიმართულებით სოციალური ჯგუფების ნაწილში და იგივე ტრანსპორტის. ძალიან ბევრი დივიდენდები, რომელიც ერთად ფულში რომ გადაიყვანო, ბევრად უფრო მეტია ვიდრე ჩვეულებრივი, ამ წუთას განსაზღვრული ფულადი რაოდენობა”
ცნობისთვის, ირმა ზავრადაშვილი ქონებას დეკლარაციებში სრულად არ ასახავდა ხოლმე, მაგალითად, ჯერ კიდევ 2023 წელს, “საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს” (*TI) მიხედვით, მას იმხელა ფასის ქონება ქონდა დამალული დეკლარაციაში, რამდენი 20 ლარიანის დათვლასაც რამდენიმე დღე დასჭირდებოდა მინიმუმ.
ირმა ზავრადაშვილმა დეკლარაციაში არ ასახა
· მის საკუთრებაში არსებული სასტუმროს ნომერი დაბა ბაკურიანში (36.5 კვ.მ);
· ასევე, მეუღლის, არჩილ ჩხარტიშვილის საკუთრებაში არსებული 600 კვ.მ;
· მიწის ნაკვეთი მცხეთაში, 135.40 კვ.მ ფართის შენობა ნაგებობით;
· და თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე — 123.20 კვ.მ. ფართის ბინა.
ზავრადაშვილმა დეკლარაციაში არ მიუთითა თანამდებობაზე მის მიერ 2022 წლის განმავლობაში მიღებული შრომის ანაზღაურება, ხელფასი.
ირმა ზავრადაშვილმა დეკლარაციაში სრულყოფილად არ მიუთითა ინფორმაცია მეუღლის სამეწარმეო საქმიანობის შესახებ.
· კერძოდ, დეკლარაციაში არ არის ასახული, რომ არჩილ ჩხარტიშვილი 2.56%-იან წილს ფლობს კომპანიაში შპს მშენებელი-96.
· საინტერესოა, რომ დეკლარაციის მიხედვით, ჩხარტიშვილი დასაქმებული იყო ამ პერიოდში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრის მრჩევლად.
· კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონით, არჩილ ჩხარტიშვილს ეკრძალებოდა სამეწარმეო საქმიანობაში უშუალო ჩართულობა (წილის მართვა).
· კანონის მოთხოვნის შესაბამისად, ჩხარტიშვილს მის მფლობელობაში არსებული ბიზნეს-წილები მართვის უფლებით მესამე პირისთვის უნდა გადაეცა.



