აფხაზეთში უსაფრთხოების სისტემის კრიზისზე საუბრობენ

ს დედაქალაქში მომხდარი მორიგი სისხლიანი შემთხვევის შემდეგ, პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციები განცხადებას ავრცელებენ, სადაც აფხაზეთში უსაფრთხოების სისტემის კოლაფსზე მიუთითებენ.
„დღეს ს დედაქალაქში კვლავ დაიღვარა სისხლი. კიდევ ერთი მძიმე დანაშაული ნათლად მოწმობს უსაფრთხოების სისტემის სრული დეგრადაციის შესახებ ქვეყანაში“, – ნათქვამია განცხადებაში.
ორგანიზაციების შეფასებით, სამართალდამცავმა სტრუქტურებმა დაკარგეს დანაშაულის პრევენციის უნარი და რეალური ქმედებების ნაცვლად ფორმალურ ღონისძიებებს მიმართავენ.
„უსარგებლო რეიდები, პომპეზური ანგარიშები და ფორმალური პრეს-რელიზები, რომელთაც არაფერი აქვთ საერთო დანაშაულთან რეალურ ბრძოლასთან. წარმატებული ანგარიშების მიღმა იმალება მართვის პარალიზება და შეიარაღებული კრიმინალური ჯგუფების დაუსჯელობა“ ,- აცხადებენ ავტორები.
განცხადების თანახმად, აფხაზეთის მოქალაქეები დღეს „მუდმივ შიშში ცხოვრობენ“, რადგან „ადამიანები თავს არც ქუჩაში და არც საკუთარ სახლებში დაცულად ვერ გრძნობენ.“
ორგანიზაციები ადგილობრივ შინაგან საქმეთა სამინისტროს [დე ფაქტო – რედ.] ხელმძღვანელობას აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ უწყებამ „საზოგადოების ნდობა და საკუთარი მოვალეობის შესრულების უნარი მთლიანად დაკარგა.“
მათივე თქმით, “აფხაზეთის პრეზიდენტმა უნდა გააკეთოს მკაცრი პოლიტიკური შეფასება უსაფრთხოების სტრუქტურების საქმიანობასთან დაკავშირებით“.
„აფხაზეთი არ უნდა შეეგუოს დანაშაულის ქცევას ცხოვრების ნორმად. ყოველი გასროლა ეს არის დარტყმა ქვეყნის მომავალზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯანდაცვის მინისტრი – არც ახლაა შეწყვეტილი და არც შეწყდება ბავშვების ინსულინით უზრუნველყოფა – შეფერხება ჰქონდა კომპანია „ნოვო ნორდისკს“, ევროპულ სახელმწიფოებთან მიმართებაშიც არის გარკვეული ხარვეზები, იქ უბრალოდ სკანდალს არავინ ტეხს