– როდესაც საქმე გაფართოების გზას ეხება, და მოლდოვა საქართველოზე გაცილებით წინ არიან – საქართველო ევროკავშირისგან იმაზე შორს არის, ვიდრე 2023 წელს იყო

როდესაც საქმე გაფართოების გზას ეხება, და მოლდოვა საქართველოზე გაცილებით წინ არიან ,- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
„როდესაც საქმე გაფართოების გზას ეხება, უკრაინა და მოლდოვა საქართველოზე გაცილებით წინ არიან. უკრაინის შემთხვევაში ეს სასტიკი აგრესიული ომის მიუხედავად ხდება. უკრაინელი ხალხი რუსეთის აგრესიას უპირისპირდება და ასევე, ძალიან რთულ და გამოწვევებით სავსე რეფორმებს გადის“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.
მისი თქმით, „მოლდოვა რუსეთის ჰიბრიდული ომის გამო ზეწოლას განიცდის“.
„მიუხედავად ამისა, ცოტა ხნის წინ მოლდოველებმა საპარლამენტო არჩევნებში პროევროპულ კურსს მხარი დაუჭირეს. ორივე, უკრაინაც და მოლდოვაც გზაზე დგანან, რომ ევროკავშირის წევრები მალე გახდნენ. სამწუხაროდ, საქართველოს შემთხვევაში საპირისპირო რამეს ვხედავთ. კანდიდატის სტატუსის მინიჭებიდან ორი წლის შემდეგ საქართველო ევროკავშირისგან იმაზე შორს არის, ვიდრე 2023 წელს იყო“, – აღნიშნა ელჩმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მახაშვილი „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე: ჩვენ ყველაფერს ველოდით, მაგრამ ეს მაინც იყო გასაკვირი, რადგან ეს მისი მანდატი არ არის. მათ შეიძლება გარკვეული ინფორმაციები მოიძიონ და ეს არის ზოგადად წევრ სახელმწიფოებს შორის დიალოგის ფორმატი და არა სადმე სხვა უწყებებში, გაეროში თუ ჰააგაში თუ სხვაგან გადამისამართება

კლინიკა „ბომონდი“ მშობიარობის შემდეგ გარდაცვლილზე – 2 კვირის წინ ჩაუტარდა საკეისრო კვეთა – კლინიკაში გადმოყვანის შემდეგ დაუდასტურდა მწვავე ქირურგიული პათოლოგია, ოპერაციისას კი განვითარდა გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა