მაკა ბოჭორიშვილი – საქართველოში არავინ ლანძღავს და არავინ ესხმის თავს უცხოელ დიპლომატებს – დიდ პატივს ვცემთ იმ ურთიერთობებს, რაც საქართველოს აქვს წლების განმავლობაში განვითარებული ჩვენს პარტნიორებთან

საქართველოში არავინ ლანძღავს და არავინ ესხმის თავს უცხოელ დიპლომატებს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, პირიქით, ძალიან დიდ პატივს სცემენ იმ ურთიერთობებს, რა ურთიერთობებიც საქართველოს აქვს წლების განმავლობაში განვითარებული პარტნიორებთან.
„საქართველოში არავინ ლანძღავს და არავინ ესხმის თავს უცხოელ დიპლომატებს. პირიქით, ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ იმ ურთიერთობებს, რა ურთიერთობებიც საქართველოს აქვს წლების განმავლობაში განვითარებული ჩვენს პარტნიორებთან, ჩვენს მეგობრებთან.
არაერთხელ ხაზგასმით გვითქვამს, მიუხედავად იმ გამოწვევებისა, რომლის წინაშეც დღეს დგას საქართველო, მიუხედავად, პირიქით, იმ თავდასხმებისა, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ქართულ სახელმწიფოზე, ქართულ დემოკრატიაზე, ჩვენ ვრჩებით იმ მეგობრობის რეჟიმში ჩვენს პარტნიორებთან, რაც სჭირდება ჩვენი ქვეყნის მომავალს, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.