სიჩქარის გადაჭარბებაზე ტოლერანტული ზღვარი 15 კმ/სთ ძალიან მაღალია და უნდა მოიხსნას – ეკა ლალიაშვილი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2025 წლის პირველ 9 თვეში 4 480 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავტოავარიებში იანვრიდან სექტემბრამდე 345 ადამიანი დაიღუპა და 6 041 დაშავდა. დაღუპულთაგან 112 ქვეითი იყო, 35 – ბავშვი. ამასთან, 2025 წლის პირველ 9 თვეში ალკოჰოლური თრობის გამო 326 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
რა კონკრეტული ზომებია აუცილებელი საგზაო უსაფრთხოებისთვის, რადიო „კომერსანტის“ ეთერში ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილმა ისაუბრა.
ეკა ლალიაშვილის თქმით, საგზაო უსაფრთხოება კომპლექსური საკითხია და მხოლოდ ფრაგმენტული მიდგომები საკმარისი არ არის. შესაბამისად, საჭიროა უფრო თანმიმდევრული ღონისძიებები და არა მხოლოდ ერთი უწყების მხრიდან, არამედ საჭიროა უწყებების აქტიური თანამშრომლობა.
„სიჩქარის გადაჭარბებაზე როცა ვსაუბრობთ, 15 კმ/სთ არის ტოლერანტული ზღვარი, რაც იმას გულისხმობს, რომ დაშვებულ 60 კმ/სთ-ს კიდევ 15 კმ/სთ ემატება, რაც ძალიან მაღალია და უნდა მოიხსნას. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია სხვა მიმართულებებიც – იქნება ეს საბავშვო სავარძელი, უკანა ღვედები, სასკოლო ზონების შექმნა და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი და სხვა პრევენციული ზომები წინასწარ უნდა იქნეს მიღებული, სანამ შემთხვევა მოხდება“, – ამბობს ეკა ლალიაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

საქართველოს გააზრებული და პრინციპული საგარეო პოლიტიკის წყალობით, ჩვენი ქვეყანა დღეს რეგიონში სტაბილურობისა და პროგრესის თვალსაზრისით წამყვანი სახელმწიფოა და ამაში ქართველი დიპლომატების წვლილი განსაკუთრებულია – ირაკლი კობახიძე