დიმიტრი პესკოვი – წელს, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ს პრეზიდენტის თანაშემწეს ნამდვილად დაუკავშირდა, თუმცა დიალოგი არ გაგრძელებულა

წელს, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ს პრეზიდენტის თანაშემწეს დაუკავშირდა, თუმცა დიალოგი არ გაგრძელებულა, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
დიმიტრი პესკოვი გამოცემა Financial Times-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმად მიმდინარე წლის დასაწყისში ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ჯონათან პაუელმა მოსკოვთან „პირდაპირი საკომუნიკაციო არხის გახსნის“ მიზნით რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწეს, იური უშაკოვს დაურეკა, თუმცა სატელეფონო საუბარი „უშედეგო გამოდგა“.
„კონტაქტი ნამდვილად იყო, თუმცა დიალოგი არ გაგრძელებულა. საქმეა იმაშია, რომ ამ კონტაქტის დროს ჩვენთან მოსაუბრეს ევროპელების პოზიციების განხილვის ძლიერი სურვილი ჰქონდა, მაგრამ ჩვენი პოზიციის მოსმენის განზრახვა არ ჰქონია. რა თქმა უნდა, აზრთა ურთიერთგაცვლის შესაძლებლობის არარსებობის პირობებში, დიალოგი ვერ განვითარდა“, – განაცხადა პესკოვმა.