გზის გადაკეტვის საბაბით აფგან სადიგოვს მეორედ შეუფარდეს პატიმრობა

აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, აფგან სადიგოვს, გზის გადაკეტვის საბაბით უკვე მეორედ შეუფარდეს ადმინისტრაციული პატიმრობა. ის დროებითი მოთავსების იზოლატორში 7 დღეს გაატარებს – მისი სასამართლო სხდომა დღეს, 12 ნოემბერს, გაიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოში.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აზერბაიჯანელ ჟურნალისტს ედავებოდა გზის გადაკეტვას 19, 20 და 21 ოქტომბერს.
მასალა განახლდება.