ფინანსთა მინისტრის განცხადებით, 2026 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულია როგორც საჯარო მოხელეთა, ისე პოლიციელებისა და ჯარისკაცების ანაზღაურების 10%-იანი ზრდა

2026 წელს გათვალისწინებულია საჯარო მოხელეთა ანაზღაურების 10%-იანი ზრდა, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას განაცხადა.
მისი თქმით, ასევე, გათვალისწინებულია პოლიციელებისა და ჯარისკაცების ხელფასების 10%-იანი ზრდა.
როგორც მან აღნიშნა, თავდაცვის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უსაფრთხოების სამსახურების დასაფინანსებლად 2026 წელს გამოყოფილია 3,5 მლრდ ლარზე მეტი, თავდაცვის ინფრასტრუქტურისა და შესაძლებლობების განვითარებისათვის გათვალისწინებულია 445,0 მლნ ლარი.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ვოლსკი – გახარიას მიმართ პროცესი პოლიტიკური არ არის – ის „ქართულ ოცნებას” საეჭვო გარემოებებში ჩამოსცილდა, გადადგა ნაბიჯები, რაც ეროვნული უსაფრთხოებისთვის პრობლემის შექმნას უკავშირდებოდა, ვფიქრობ ეს პოლიტიკური დემარში იყო

შალვა პაპუაშვილი – დღევანდელ ცვალებად სამყაროში, სადაც წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი უპრეცედენტო ზეწოლის ქვეშაა, დიპლომატია და დიპლომატის როლი განსხვავებულ მნიშვნელობას იძენს – დიპლომატია გახდა არამხოლოდ პროფესია, არამედ სახელმწიფოს თავდაცვის პირველი ხაზი