„ვიცით, რომ ჩვეულებრივ მშენებლობებზე, რომლებიც ბევრია ჩვენთან, ქართველები სულ უფრო ნაკლებად მუშაობენ და უკვე ვხედავთ შუა და უფრო შორეული აზიიდან ჩამოყვანილ მუშახელს“, – ასე ეხმიანება ეკონომისტი სოსო ბერიკაშვილი რადიო „კომერსანტის“ ეთერში, საქართველოს ეკონომიკის მინისტრ მარიამ ქვრივიშვილის განცხადებას, რომლის თანახმადაც, EAGLE HILLS-ის პროექტების ფარგლებში, ჯამში 30 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება, რაც ქვეყნიდან შრომითი მიგრაციის მასშტაბებს შეამცირებს.
„პირობები, რომელსაც მშენებელი ქართველ მუშახელს სთავაზობს, მათ არ აწყობთ და სამუშაოს სხვაგან ეძებენ. ქართველები სულ უფრო ნაკლებად მუშაობენ და უკვე ვხედავთ შუა და უფრო შორეული აზიიდან ჩამოყვანილ მუშახელს. თუ დამსაქმებელი კონკურენტულ პირობებს არ შესთავაზებს, ვერც ვერავინ დასაქმდება.
მარიამ ქვრივიშვილისგან სხვა ბევრი დაპირებაც გვახსოვს, მაგალითად, აყვავებული წყალტუბო. თუმცა ერთი გარემონტებული სასტუმრო ნახა ვინმემ წყალტუბოში? ან მეტრო რუსთავამდე?“, – ამბობს სოსო ბერიკაშვილი.




