გერმანია უკრაინას ზამთრის სეზონზე დახმარებისთვის დამატებით 40 მილიონ ევროს გამოუყოფს

გერმანია უკრაინისთვის ზამთრის სეზონთან დაკავშირებით, ქვეყნის ინფრასტრუქტურაზე ს მიმდინარე თავდასხმების საპასუხოდ, დამატებით 40 მილიონი ევროს ფინანსური დახმარების გამოყოფას გეგმავს.
უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა განაცხადა.
„ვეხმარებით იმის უზრუნველყოფაში, რომ სახლები თბილი და განათებული იყოს და რომ რუსეთმა, სამოქალაქო პირების გაზისა და გათბობის სისტემებზე მიზანმიმართული ტერორისტული თავდასხმებით, ვერ შეძლოს სამშობლოს დამცველების მორალურად გატეხვა“, – განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მისი ინფორმაციით, თანხები ჰუმანიტარულ ზომებს მოხმარდება, მათ შორის გათბობის სისტემებისა და დაზიანებული სახლების შეკეთებას, ასევე გენერატორებისა და სხვა აუცილებელი ნივთების მიწოდებას.
ცნობისთვის, ოქტომბრის ბოლოს გამოცხადდა, რომ გერმანია 60 მილიონ ევროს გამოყოფდა უკრაინის ენერგეტიკის მხარდაჭერის ფონდისთვის გენერატორების, ენერგეტიკული აღჭურვილობისა და მობილური თბოელექტროსადგურების მიწოდების მიზნით.