– ნაძალადევის რაიონში კიდევ ერთი სკვერის რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა

კიდევ ერთი სკვერი რეაბილიტირდება ნაძალადევის რაიონში, ცოტნე დადიანის ქუჩის N34-თან, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული პროექტი დასვნით ეტაპზეა.
„პროექტის ფარგლებში, შესრულდა გამწვანებისა და ინფრასტრუქტურული სამუშაოები, დამონტაჟდა განათების ბოძები, ტრენაჟორები და დასასვენებელი პავილიონი. მოეწყო საბავშვო გასართობი სივრცე, საფეხმავლო ბილიკები, განთავსდა საბაღო სკამები და ურნები. გარდა ამისა, დაიგო ბალახი, დაირგო ხეები და ბუჩქები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – გორში ნახეთ სადიზმის დონე, ხელისუფლებას ვერ გადაუწყვეტია, წესიერ კაცს შეტენონ, რომ ტერორისტია, თუ ფორმალურად ვიღაცებს შეახოცონ ხელი – ნორმალურ ქვეყანაში მინიმუმ შს მინისტრი გადამდგარი იქნებოდა