მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა ღარიბაშვილის გუნდის ყოფილმა წევრმა

„ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, ფინანსთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა ლერი ბარნაბიშვილმა. შესაბამისი ბრძანება, #307, გუშინ, 11 ნოემბერს, გამოიცა და იმავე დღიდან ის თანამდებობას აღარ იკავებს.
დოკუმენტს ხელს აწერს ირაკლი . სამინისტროში ამბობენ, რომ ბარნაბიშვილმა თანამდებობა დატოვა „პირადი განცხადების საფუძველზე“.
ლერი ბარნაბიშვილი ს პრემიერ-მინისტრად მუშაობის დროს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებდა. ის მინისტრის მოადგილედ გასული წლის 5 მარტიდან მუშაობდა.
გუშინ, 11 ნოემბერს, ცნობილი გახდა, რომ იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობას აღარ დაიკავებს , რომელიც უწყებაში 15 მაისიდან მუშაობდა. სამინისტროში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ გადაწყვეტილება „პირადი განცხადების საფუძველზე“ დაყრდნობით არის მიღებული.
ლერი ბარნაბიშვილის სამუშაო გამოცდილება:
· 05.03.2024 – 11.11.2025 – ფინანსთა მინისტრის მოადგილე;
· 10.03.2021 – 05.03.2024 – მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი;
· 10.01.2020 – 10.03.2021 – სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსი;
· 02.12.2015 – 10.01.2020 – ფინანსთა მინისტრის მოადგილე;
· 21.11.2013 – 02.12.2015 – ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილე;
· 07.02.2013 – 14.05.2013 – ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.
ლერი ბარნაბიშვილი ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურებში 1992 წლიდან მუშაობდა, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს.
ფორუმი