აღმოჩენილია იარაღის სამალავი – რა იპოვეს თელავის მუნიციპალიტეტში და როგორ უკავშირდება ჩატაევსა და მის დაჯგუფებას?

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­მა ია­რა­ღის სა­მა­ლა­ვი აღ­მო­ა­ჩი­ნა, სა­ი­და­ნაც სხვა­დას­ხვა სა­ხის ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი და საბ­რძო­ლო მა­სა­ლა ამო­ი­ღო. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სუს-ი ავ­რცე­ლებს.
“ჩა­ტა­ე­ვი­სა და მისი დაჯ­გუ­ფე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ 2017 წელს და­წყე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, სუს-ის კონ­ტრტე­რო­რის­ტულ ცენ­ტრში მი­ღე­ბულ იქნა ოპე­რა­ტი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, რომ დაჯ­გუ­ფე­ბის კუთ­ვნი­ლი საბ­რძო­ლო მა­სა­ლის ნა­წი­ლი, მათი გა­ნე­იტ­რა­ლე­ბის შემ­დეგ, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ინა­ხე­ბო­და წყა­როს მიერ მი­თი­თე­ბულ ად­გი­ლას, რის შემ­დე­გაც კონ­ტრტე­რო­რის­ტუ­ლი ცენ­ტრის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ, თე­ლა­ვის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ლე­ჩუ­რის მიმ­დე­ბა­რედ არ­სე­ბულ ტყის მა­სივ­ში მო­წყო­ბილ სა­მა­ლავ­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლია ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი, 5 მჭი­დი, 161 ცალი ვაზ­ნა, 3 ხელ­ყუმ­ბა­რა, სხვა­დას­ხვა სა­ხის ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა, მათ შო­რის – ტრო­ტი­ლი. ასე­ვე პირ­ვე­ლა­დი დახ­მა­რე­ბის სა­მე­დი­ცი­ნო ნივ­თე­ბი. გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 323-ე, 331-ე პრი­მა, 344-ე, 328-ე და 236-ე მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს”, – ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.