ჩინეთი მზადაა ესპანეთთან სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებისთვის ითანამშრომლოს, – ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა პეკინში, ესპანეთის მეფე ფილიპე VI-სთან შეხვედრაზე განაცხადა.
„მსოფლიოს მშვიდობისა და განვითარების ერთგული მეტი კონსტრუქციული ძალა სჭირდება. ჩინეთი მზადაა ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებისთვის ესპანეთთან ითანამშრომლოს“, – განაცხადა სი ძინპინმა.
მისი თქმით, ჩინეთსა და ესპანეთს შორის „კავშირები სტრატეგიულად სტაბილური, დინამიური და გლობალურად გავლენიანი იქნება“.
ესპანეთის მეფე ფილიპე VI-ს განცხადებით, „ესპანეთსა და ჩინეთს შორის ნდობაზე დამყარებული ურთიერთობა ჩამოყალიბდა“.
„ესპანეთსა და ჩინეთს შორის მეგობრობა ორივე ქვეყნის ხალხისთვის სასარგებლოა და ჩვენი ქვეყნების მდიდარი ისტორიის შესაბამისია“, – აღნიშნა ესპანეთის მეფემ.




