“ოცნებაში“ თვლიან, რომ შიდა მტრები მეტ-ნაკლებად გაანეიტრალეს, ახლა დადგა დრო, თავიანთი გუნდის შიგნით ეძებონ მტრები, ვფიქრობ, ეს დაჭერებიც ამის გამოძახილია, – ამის შესახებ ყოფილმა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა.
მისი თქმით, “ივანიშვილის გუნდისთვის კორუფციასთან ბრძოლა არის, გუნდის შიგნით მტრების ძებნა და მათი განეიტრალება, თუმცა, ალბათ ცდილობენ ამით საზოგადოებრივ აზრზეც მოახდინონ გავლენა.“
“ქართული ოცნება“ ფიქრობს, რომ შიდა მტრები აღარ ჰყავთ, კონკურენტები განეიტრალებული ჰყავთ, ოპოზიციის დიდი ნაწილი ციხეში უზით და ასევე აქვთ სამომავლო გეგმაც და თუ დასჭირდებათ, თითოეულ მათგანს უკან შეაბრუნებენ, თუ ვინმე გამოვა ციხიდან, იგივე გეგმა არსებობს სამოქალაქო ორგანიზაციებზეც. ისინი თვლიან, რომ შიდა მტრები მეტ-ნაკლებად გაანეიტრალეს, ახლა დადგა დრო, თავიანთი გუნდის შიგნით ეძებონ მტრები, ვფიქრობ, ეს დაჭერებიც ამის გამოძახილია. ჯერჯერობით რასაც ვხედავთ, ძირითადად ერჩიან ყოფილ თანამდებობის პირებს. რამდენიმე დღის წინ, საერთაშორისო გამჭვირვალობის კვლევა გამოქვეყნდა, სადაც ასეულობით მილიონზეა საუბარი,როგორ იგებენ ტენდერებს მოქმედი მაღალჩინოსნები, 4 ოქტომბერს მათივე არჩეული მერები, მათი ოჯახის წევრები. ამ ადამიანების მიამრთ არ მიმდიანრეობს გამოძიება. თითქოსდა კორუფციასთან ბრძოლა არის, გუნდის შიგნით მტრების ძებნა და მათი განეიტრალება, თუმცა, ალბათ ცდილობენ ამით საზოგადოებრივ აზრზეც მოახდინონ გავლენა. კორუფცია რომ ყვავის ქვეყანაში მათი მხარდამჭერებისთვისაც შესამჩნევია და შესაბამისად, ეს თითქოს პასუხია იმ წუხილებზე, – აცხადებს ნინო ლომჯარია.




