ირმა ინაშვილი: ირაკლი კობახიძის მაბეზღარობან, ცილისაწამებებმა, იმ მძიმე ატმოსფერომ, რასაც ბიძინა ივანიშვილთან ქმნიდა, ამან განაპირობა ის, რომ…

ირაკლი კობახიძის მაბეზღარობან, ცილისაწამებებმა, იმ მძიმე ატმოსფერომ, რასაც ბიძინა ივანიშვილთან ქმნიდა, ამან განაპირობა ის, რომ სამიზნე გახდა , – ამის შესახებ გადაცემა „რეაქციაში“ “პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, აქვს ინფორმაცია, რომ ზუსტად მ მიაწოდა ივანიშვილს ინფორქმაცია, თითქოს, ღარიბაშვილმა ამერიკელებთან უღალატა და კომერციული, ფინანსური, პოლიტიკური საიდუმლოებები მიაწოდა.

მისივე თქმით, ზუსტად ამის გამოა ის ყველაფერი, რაც ღარიბაშვილის თავს ხდება.

ირაკლი კობახიძის მაბეზღარობამ, ცილისაწამებებმა, იმ მძიმე ატმოსფერომ, რასაც ბიძინა ივანიშვილთან ქმნიდა, განაპირობა ის, რომ სამიზნე გახდა . ღარიბაშვილს რაც აქვს გაკეთებული და ჩანს, გასაგებია, მაგრამ ის ჩააწვეთა, ყველაზე მთავარი რამე, რომ მან დასავლეთთან ამერიკელებთან უღალატა თითქოს, ივანიშვილს. მაქვს ინფორმაცია, რადგან ამაზე ვსაუბრობ. აი, ეს იყო, გიღალატეს, თქვენი კომერციული, ფინანსური, პოლიტიკური საიდუმლოებები მიაწოდა ვითომ ღარიბაშვილმა ამერიკელებს. ამ ჩაწვეთებამ და დამუხტვამ ქნა ის, რომ ხდება ის, რაც დღეს ხდება ღარიბაშვილის თავს. ასეთი პერსონა როდესაც მართავს სახელმწიფოს, მაგალითებით კარგად ეტყობა, როგორც იმართება ის, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურის ინფორმაციით, დიდი ოდენობით ქურდობის ფაქტზე ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ლევან გამრეკელი და მასთან კავშირში მყოფი ორი პირი, პაატა ნოზაძე და რომან მეტივიშვილი დააკავეს – ისინი ფარულად დაეუფლნენ 5 000 000 ლარის სახელმწიფოს კუთვნილ მილსადენებს