საქართველოს საკალათბურთო ნაკრების წევრი დუდა სანაძე საკლუბო კარიერას “პალმერ ბასკეტში” გააგრძელებს, ამის შესახებ ინფორმაცია ესპანურმა გუნდმა სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელა.
“პალმერ ბასკეტსი” ესპანეთის რანგით მეორე დივიზიონში Primera FEB-ში ასპარეზობს.
სხვათა შორის, დუდას ესპანეთში აქამდეც უთამაშია, გამოცდილი მსროლელი 2018 წელს “გიპუზკოა ბასკეტის” ღირსებას იცავდა.
მიმდინარე სეზონში “პალმერ ბასკეტსი” 1 მოგებითა და 5 მარცხით ბოლოსწინა, მე-16 ადგილს იკავებს. დიდი ალბათობით, ახალ გუნდში დუდას სადებიუტო მატჩს 15 ნოემბერს, “ალიკანტესთან” ვიხილავთ.
სანაძე გასულ სეზონში “ალ ნასრ დუბაის” ღირსებას იცავდა.
[VIDEO] ბითაძის 3 დაფარება 14 წუთში – “ორლანდო მეჯიქი” “ბოსტონ სელტიქსთან” დამარცხდა
[VIDEO] პირველი გოლი ლიგა 1-ის ახალ სეზონში – “კვარამ” “ლიონს” გაუტანა
დუდა სანაძის 17-ქულიანი დებიუტი საბერძნეთში
სანაძის 17 ქულა “ესპეროსს” მოსაგებად არ ეყო
დუდა სანაძე კარიერას დუბაის “ალ ნასრში” გააგრძელებს
დუდა სანაძის 17 ქულა თურქულ “ბურსასფორთან” მატჩში
სანაძემ “ანორთოსისში” ფიბა ევროპის თასის ბოლო მატჩი გამართა და ეროვნულ ნაკრებს უერთდება
სანაძე თავის გუნდში საუკეთესო იყო, თუმცა “ესპეროსი” სტუმრად დამარცხდა



