საჰაერო მოგზაურობის მომავალს მობილური სერვისები და ციფრული იდენტობა განსაზღვრავს – კვლევა

საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) მგზავრთა გლობალური გამოკითხვა „2025 Global Passenger Survey“ – ის თანახმად, მგზავრები ფრენისას სულ უფრო მეტად ეყრდნობიან მობილურ ტექნოლოგიებსა და ციფრულ იდენტიფიკაციას. ბიომეტრია სულ უფრო ფართოდ ვრცელდება, თუმცა ნდობა და კიბერუსაფრთხოება კვლავ მთავარ საკითხებად რჩება.
IATA-ს ოპერაციებისა და უსაფრთხოების უფროსი ვიცე-პრეზიდენტის, ნიკ კარინის თქმით, „მოგზაურებს სურთ, რომ თავიანთი მოგზაურობა ისევე მართონ, როგორც ცხოვრების სხვა მრავალ ასპექტს მართავენ: სმარტფონებისა და ციფრული პირადობის მოწმობების მეშვეობით“.